ესთეტიკური ცენტრი ლიდერი დაარსდა 1998 წელს, ხოლო 2020 წლიდან გახდა იტალიური ბრენდი MAXXelle-ს ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში.
ლიდერი გთავაზობთ მაღალი ხარისხის სალონურ მომსახურებას პროფესიონალური საერთაშორისო ბრენდის MAXXelle პროდუქციით და ულტრათანამედროვე აპარატურით: თმის მოვლა, სახის მოვლა, კოსმეტოლოგია, მანიკური, პედიკური, ვიზაჟი, კონტურული მაკიაჟი, ტატუ, სოლარიუმი, ლაზერული ეპილაცია.
ლიდერში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდის MAXXelle პროდუქცია შეგიძლიათ შეიძნოთ სპეციალისტთან უფასო კონსულტაციის საფუძველზე.
ცენტრში ყველანაირი პირობაა შექმნილი, იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს განსაკუთრებულად და მიიღოს მაღალი ხარისხის, შედეგზე ორიენტირებული მომსახურება უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.
იყავი გამორჩეული აირჩიე ლიდერი!
MAXXelle არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2010 წელს როგორც საოჯახო ბიზნესი, ორი ძალიან წარმატებული და ვიზიონერი ადამიანის მიერ, მათ შეძლეს შეექმნათ ძლიერი, ნატურალური და პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებები.
პროდუქცია და კორპორატიული ფილოსოფია, მთლიანად დაფუძნებულია იდეაზე, რომ თმა უნდა იყოს ნატურალური, ბზინვარე და ჰქონდეს სიხასხასე.
MAXXelle-ს მთავარი მიზანია დავიცვათ, შევინარჩუნოთ თმის სიჯანსაღე და მდგრადობა. ვქმნით პროფენსიონალურ თმის მოვლის პროდუქციას, რომელიც არ გამოირჩევა აგრესიული ბუნებით და არის ნატურალური, იმ მცენარეული ექსტრაქტების ფორმულირების დახმარებით, რომელიც 100% მზადდება იტალიაში.
MAXXelle იღებს ენერგიას ბუნებისგან: ყვავილები, მცენარეები და მიკროფაუნა, ეს ყველაფერი ერთიანდება იმ ზუსტი ფორმულების მისაღებად, რომელიც გვჭირდება საუკეთესო პროდუქციის შესაქმნელად.
მიღებული გამოცდილების და წამყვანი უნივერსიტეტების ლაბორატორიებთან თანამშრომლობის წყალობით, მცენარეული ექსტრაქტები შემუშავებულია და გარდაიქმნება უმაღლესი ხარისხის ეფექტურ აქტიურ ინგრედიენტებად.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბუნების კომბინაცია სრულყოფილად დაბალანსებულია MAXXelle-ს ბრენდში.