საიტის წესები და პირობები
საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა
საიტზე დარეგისტრირებითა და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. რეგისტრაციით თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს, ირჩევთ პაროლს, ელ.ფოსტას და უთითებთ საკონტაქტო ნომერს ტრანსპორტირების განსახორციელებლად. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია Bellezza.ge-ის მიერ.
პროდუქციის აღწერილობა
Bellezza.ge-ზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ დეტალურად გადახედოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებსა და ფასებს.
ფასები
ვებგვერდზე პროდუქტის ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი).
შეკვეთა
შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას სმს შეტყობინების სახით და ელ-ფოსტის მეშვეობით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს შეკვეთას, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება. მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეკვეთის მიწოდების ვადები
თბილისი - შეკვეთას მიიღებთ მეორე დღის სამუშაო საათებში. რეგიონები - შეკვეთას მიიღებთ მესამე/მეოთხე დღის სამუშაო საათებში.
პროდუქციის შეკვეთის გაუქმება
Bellezza.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:
ა) თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი;
ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;
გ) პროდუქტი დაზიანებულია;
* დაბრუნების პირობები მოქმედებს კურიერის თანდასწრებით აღმოჩენილი დაზიანებების შემთხვევაში.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
Bellezzza.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე
პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.