Forma

MAXXelle FORMA ორგანული გამასწორებელი გელი ბუნებრივი, დამუშავებული და სენსიტიური თმისთვის

ფასი /
60
პროდუქტის აღწერა:
FORMA ორგანული გამასწორებელი გელი ბუნებრივი, დამუშავებული და სენსიტიური თმისთვის

ორგანული გამასწორებელი გელი, კერატინითა და ზღვის კოლაგენის ამინომჟავებით, არის ინოვაციური და საოცარი საშუალება გლუვი, სწორი თმის მისაღებად. მისი ორგანული თვისებების წყალობით თმა ხდება ბუნებრივად სწორი. გამდიდრებულია ცისტამინით (ცისტეინიდან მიღებული აქტიური ინგრედიენტი, რომელიც შეიცავს კერატინს), ის ასწორებს თმას დაზიანების გარეშე. ზღვის კოლაგენის ამინომჟავები აღწევს თმის ყველაზე ღრმა ხვეულებში, უბრუნებს თმას სიცოცხლეს, სიმსუბუქეს, ხდის უფრო ბზინვარესა და აბრეშუმივით ნაზს. თმის გამასწორებელი გელი არ შეიცავს ამიაკს, თიოგლიკოლის მჟავასა და ფორმალდეჰიდს. აქტიური და ბუნებრივი ინგრედიენტები საშუალებას იძლევა პროცედურა ჩატარდეს, ისე, რომ არ ავნოს თმასა და თავის კანს.
შეიცავს:
☘ კერატინი
☘ ზღვის კოლაგენის ამინომჟავები
არ შეიცავს:
🚫 ამიაკს
🚫 ტიოგლიკოლის მჟავას
🚫 ფორმალდეჰიდს
გამოყენების წესი:
დაიბანეთ თავი, თმის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყენეთ Cura biOTHERAPY ხაზის შამპუნი. სველი თმა გაიშრეთ ნაწილობრივ. დანესტილი თმის დამუშავება დაიწყეთ კისრის ზონიდან ჰორიზონტალური მოძრაობით, გაშლილი თმა დაყავით ორი სანტიმეტრის სიგრძის სექციებად. გელი შეიზილეთ თავის კანიდან დაახლოებით 1 სანტიმეტრის დაშორებით. გელი წაისვით ფუნჯის საშუალებით, გადაინაწილეთ თმაზე სავარცხლის დახმარებით, ისე, რომ თმა არ დარჩეს დაუვარცხნელი.

გაჩერების პერიოდი: გაიჩერეთ 5-30 წუთამდე თმის სიხშირის მიხედვით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით (შამპუნის გარეშე!), გაიშრეთ ნახევრად, რომ თმა დარჩეს ნესტიანი და დაიწყეთ ორგანული ნეიტრალიზატორი კრემის გამოყენება.
მოცულობა:
  • 250 მლ