თმის ფერის შეცვლა, როგორც საკუთარი ხასიათისა და პიროვნების გამოხატვის ერთერთი საუკეთესო საშუალება, მრავალ საუკუნეს ითვლის. მისი საწყისები ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ცივილიზაციაში გვხვდება.
მართალია, თანამედროვე თმის საღებავი უკვე უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა (მისი უშუალო წინაპარი ფრანგმა ფარმაცევტმა, ევგენი შულერმა, 1907 წელს შექმნა), ხოლო მისი დამზადების ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა, ადამიანებისთვის ბევრი მათგანი იმაზე მეტად საზიანოა, ვიდრე ჩანს. თმის საღებავებში არსებულ სახიფათო ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობა კი მომხმარებლების სრული უფლებაა.
მწარმოებელი კომპანიების ნაწილი ნამდვილად ცდილობს, ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიური შენაერთები საკუთარ პროდუქციაში ნაკლებად გამოიყენოს და ის მომხმარებლისთვის სასარგებლო გახადოს. თუმცა, მათი მეორე ნაწილი მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული.
იმისათვის, რომ არ მოვტყუვდეთ, ყველაზე კარგი საშუალება ინფორმირებულობაა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაგაცნობთ კიდევ რამდენიმე საზიანო და სასარგებლო ნივთიერებას, რომელთაც თმის საღებავის შეძენისას უნდა დააკვირდეთ.
საზიანო ნივთიერება 1: პარაფენილენდიამინი (P-phenylenediamine ან PPD)
ამ ქიმიური ნივთიერების ისტორიას 1856 წელთან მივყავართ, როდესაც ინგლისელმა ქიმიკოსმა, უილიამ ჰენრი პერკინმა მალარიის სამკურნალო საშუალების შექმნის მცდელობისას, პირველი სინთეზური საღებავი - Mauveine - დაამზადა. ამის შემდეგ მალევე, მისმა ქიმიის პროფესორმა, ავგუსტ ჰოფმანმა Mauveine-დან მიიღო მოლეკულა პარაფენილენედიამინი (P-phenylenediamine ან PPD), რომელიც დღეს თმის მუდმივი საღებავების (Permanent hair dye) უმეტესობის საბაზისო ინგრედიენტია.
საბაზისო პარაფენილენედიამინი უფეროა და მას საღებავად გარდასაქმნელად ჟანგბადი სჭირდება. აქედან გამომდინარე, მისი შემცველი თმის საღებავები 2 კონტეინერით იყიდება. ერთი მათგანი PPD საღებავს შეიცავს, ხოლო მეორე მათგანი დეველოპერი ან ოქსიდაიზერია (ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც, მეორე ნივთიერებას ჟანგბადით ავსებენ). ამასთან, თმის მუქი საღებავები პარაფენილენედიამინს უფრო მაღალი კონცენტრაციით შეიცავენ, ვიდრე ღია ფერები.
ამ ქიმიურ ნივთიერებაზე ალერგია შეიძლება ნებისმიერს განუვითარდეს, ვისაც მასთან შეხება ექნება. ეს შეიძლება იყოს ქოლორისტი, მისი კლიენტი, ფოტოგრაფი (რომელიც ფირს ამჟღავნებს) ან ადამიანი, რომელსაც შავი ფერის დროებითი ტატუ აქვს.
PPD-ზე სუსტი რეაქცია ზედა ქუთუთოებსა ან/და ყურზე მშრალი, ქავილის გამომწვევი გამონაყარით გამოიხატება. ხოლო უფრო მწვავე შემთხვევებში, ქუთუთოებზე, თავის კანზე, კისერზე ან/და თუნდაც სახეზე შესამჩნევი სიწითლე, ბუშტები ან დასიება ჩნდება.
საზიანო ნივთიერება 2: ამიაკი (AMMONIA)
ეს აქროლადი და მკვეთრსუნიანი ქიმიური ნივთიერება თმის საღებავების შემადგენლობაში ხშირად გვხვდება. შეღებვის პროცესში მისი მთავარი დანიშნულება კი თმის pH დონის ამაღლებაა. პროცესი მარტივად რომ ავხსნათ, საღებავი პიგმენტის თმის ღერში შესაყვანად, ამიაკი მის ზედაპირზე არსებულ დამცავ რქოვანა გარსს შლის.
ამიაკის დიდი რაოდენობით შემცველი თმის საღებავების განმეორებითი გამოყენება დროთა განმავლობაში თმის კუტიკულას აზიანებს, რის შედეგადაც ის წყლის შეკავების უნარს კარგავს და სუსტი, გამოფიტული, მტვრევადი და მშრალი ხდება.
ამასთან, ამიაკს თმის კანზე, ცხვირსა და თვალის ლორწოვან გარსზე ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.
საზიანო ნივთიერება 3: რეზორცინი (RESORCINOL)
რეზორცინი არის წყალში ალკოჰოლსა და ეთერში ხსნადი თეთრი, კრისტალური მყარი ნივთიერებაა. ის ხშირად გამოიყენება თმის მოვლის სხვადასხვა საშუალებაში, ეს იქნება საღებავი, შამპუნი თუ ლოსიონი.
თმისა და მუდმივი საღებავის (Permanent hair dye) ერთმანეთთან დასაკავშირებლად, რეზორცინი დეველოპერთან (ჩვეულებისამებრ, პეროქსიდთან) რეაქციაში შედის. საღებავების უმეტეს ნაწილში ამ ნივთიერების კონცენტრაცია 1.25%-ს, ხოლო ზოგ შემთხვევაში 5%-საც უტოლდება.
რეზორცინი როგორც თმისთვის, ასევე თავის კანისთვისაა საზიანო. ის ძლიერი გამაღიზიანებელია (კანის, თვალების) და ისეთ ალერგიულ რეაქციებს იწვევს, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი.
იაპონურ კოსმეტიკის ინდუსტრიაში რეზორცინის გამოყენება აკრძალულია. ევროკავშირში კი ამ ნივთიერების მაქსიმუმი კონცენტრაციები იკრძალება, ხოლო შეფუთვაზე გამაფრთხილებელი ეტიკეტის დატანაა სავალდებულო.
საზიანო ნივთიერება 4: პარაბენები (PARABEN)
პარაბენი ერთერთი ფართოდ გავრცელებული კონსერვანტია და ის პროდუქტის გამოყენების ვადას ახანგრძლივებს. ის კანში მარტივად იწოვება და ორგანიზმში დაგროვების უნარი აქვს.
პარაბენების გამოყენება ადამიანის ენდოკრინულ, რეპროდუქციულ, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემებზე უარყოფითი გავლენის რისკებს შეიცავს. ამასთან, მათი შემცველი პროდუქტების ორსულობის პერიოდში გამოყენება ნაყოფისთვის საზიანოა.
სამეცნიერო კვლევების მიხედვით, პარაბენების არსებობა სარძევე ჟირკვლის სიმსივნურ უჯრედებში დასტურდება, რაც, თეორიულად, დაავადების განვითარებაში ამ ნივთიერების როლზე მიუთითებს.
ევროკავშირსა და ამერიკაში სხვადასხვა პროდუქციაში არსებული პარაბენების რაოდენობა მკაცრად კონტროლდება და ზოგიერთი სახეობის წარმოებაში გამოყენება საერთოდ აკრძალულიც კია.
რადგანაც თმის საღებავებში შემავალი არა მხოლოდ თმისთვის, არამედ თავის კანისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის საზიანო ნივთიერებების შესახებ უკვე შეიტყვე, დროა, შენთვის სასარგებლო ნივთიერებებსა და MAXXelle think საღებავ კრემს გაეცნო.
გარდა იმისა, რომ ამ საღებავში ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხის შემცველი ქიმიური ნაერთები არ გვხვდება, ის თმისა და თავის კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს.
სასარგებლო ნივთიერება 1: ბაობაბის ფოთლის ექსტრაქტი
ტრადიციულ მედიცინაში ბაობაბის ფოთლები მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მათ შორის, მალარიის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული ინფექციების, ანემიის, კბილის ტკივილისა და ა.შ.
ბაობაბს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს აჯანსაღებს და ატენიანებს. ამასთან, მისი ფოთლები დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავენ, რომელიც თმის ზრდისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი მინერალია.
სასარგებლო ნივთიერება 2: არგანის ზეთი
არგანის ზეთი თმის მოვლის საშუალებებში აქტიურად გამოიყენება. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების დამსახურებით, ის არაჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებაა.
არგანის ზეთში არსებული კარბოლმჟავა თმის ფოლიკულებს აძლიერებს, ანტიოქსიდანტები ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობენ ხელს, ხოლო E ვიტამინი თმასა და თავის კანს გამოშრობისგან იცავს. არგანის ზეთი თმას კვებავს და აღადგენს, ხდის ნაკლებად მტვრევადს, ამასთან სირბილესა და მბზინვარებას ანიჭებს.
სასარგებლო ნივთიერება 3: კარიტე (შიის კარაქი)
შიის კარაქი საუკუნეების განმავლობაში თავის კანის სიმშრალისა და ქავილის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ამასთან, მიჩნეულია, რომ მას ანთებითი პროცესის წარმოქმნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
შიის კარაქი თმასა და თავის კანში ადვილად შეიწოვება, არბილებს და აღადგენს მტვრევად თმას. ის ფორებს არ ახშობს, თმას არ ხდის ზედმეტად ცხიმიანს და არ ამძიმებს მას, შესაბამისად, ეს ბუნებრივი საშუალება ნებისმიერი ტიპის თმისთვის სასარგებლოა.
სასარგებლო ნივთიერება 4: ყურძნის წიპწის ზეთი
ყურძნის წიპწის ზეთი ერთერთი საუკეთესო ნატურალური ინგრედიენტია თმისთვის. მისი სარგებლიანობა კი ძველ ეგვიპტეშიც კი იყო დაფასებული. ხოლო ევროპელი და ჩრდ. ამერიკელი ადამიანებისთვის იგი 1600-იან წლებში გახდა ცნობილი.
ყურძნის წიპწა შეიცავს ფლავონოიდებს, რომელთაც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ. ამასთან, E ვიტამინს, რომელიც მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალებაა და თმის ფერის გახუნებას უშლის ხელს.
ყურძნის წიპწა ღრმად დამატენიანებელი, თმის დამარბილებელი და მბზინვარების მიმნიჭებელი თვისებებით გამოირჩევა. ასევე, თმის მოვლის საშუალებებში ის გაშრობისა და დასწორების დროს მაღალი ტემპერატურისგან დამცავად გამოიყენება.
სასარგებლო ნივთიერება 5: ლიმონის ექსტრაქტი
ყველასთვის ცნობილია, რომ ლიმონი C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. თუმცა, ალბათ ბევრს არ ეცოდინება, რომ C ვიტამინი კოლაგენის (თმის საშენი მასალის) წარმოქმნას უწყობს ხელს. შესაბამისად, თმის ზრდასა და გაძლიერებაში მას დიდი როლი მიუძღვის. ამასთანავე, ლიმონი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ჯანსაღი pH ბალანსის შენარჩუნებისთვის კარგი საშუალებაა