მართალია, ბოლო პერიოდში თმის გაღიავება ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ის არც ისე ახალი ტრენდია, როგორიც შეიძლება, გეგონოთ. ძველი რომაელები (დიახ, ძვ.წ. 753-ახ.წ. 476 რომ ცხოვრობდნენ) თმას ძმარში შერეული ხის ნაცრით ან თხის ქონითა და ხის ნაცრით (იგივე თუთქის საპონი) იღიავებდნენ. ამ ტექნიკის წარმატებას კლიმატი უწყობდა ხელს - ხის ნაცრის ტუტოვანი ნარევები თმის კუტიკულაზე მოქმედებდა, მზეზე მოხვედრისას კი თმა ღიავდებოდა. დაახლოებით მსგავს მეთოდს მიმართავდნენ ძველი ბერძნებიც. თანაც სჯეროდათ, რომ ღია ფერის თმა უმანკოებას, უმაღლეს სოციალურ სტატუსსა და სასურველობას გამოხატავდა. ადამიანების მსგავსი ხედვები შეიცვალა, თუმცა, ქერა თმამ პოპულარობა მაინც შეინარჩუნა.
გავიდა მრავალი საუკუნე, გაღიავების ტექნიკა გაუმჯობესდა, თუმცა, არც ისე ძალიან. ,,თმის ჯოჯოხეთურ გამაღიავებლებს ვაკეთებდით - 20 vol. ზეჟანგსა და 3 წვეთ ამიაკს ჯამში ვურევდით. რაოდენობები ზუსტი უნდა ყოფილიყო და მეშინოდა, რომ ხელი ამიკანკალდებოდა. აი, ასეთი პრიმიტიული იყო’’ , - ამგვარად იხსენებდა მე-20 საუკუნის გამორჩეული სტილისტი ვიდალ სასონი პროცესს Vogue-სთან საუბარში.
ტერმინი პლატინის ქერა
ტერმინი პლატინის ქერა მე-20 საუკუნეში გაჩნდა. 1931 წელს ფილმი Platinum Blonde გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი ჯინ ჰარლოუ თამაშობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კინოფილმის თავდაპირველი სახელი Gallagher იყო, თუმცა, არტისტის თმის ფერის რეკლამირებისა და კაპიტალიზაციის მიზნით, გადაერქვა.
ჰარლოუს თაყვანისმცემლებმა მას მალევე მიბაძეს. ჰოვარდ ჰიუზის გუნდმა აშშ-ის მასშტაბით Platinum Blonde კლუბებიც კი შექმნა. ნებისმიერ სტილისტს, რომელიც ჰარლოუს ფერს მიიღებდა, პრიზის სახით $10 000 გადაეცემოდა. თუმცა, ეს ვერავინ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ჰარლოუ თმის გაღიავებას უარყოფდა, გავრცელებული ინფორმაციით, პლატინიუმის ქერას ამიაკის, Clorox მათეთრებელი სითხისა და Lux საპნის ფანტელებით მიაღწიეს.
საბოლოოდ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგია ძალიან წარმატებული გამოდგა. მსახიობს კი Platinum blonde ზედმეტსახელადაც კი დარჩა.
როგორ მუშაობს თმის გამაღიავებელი
თმის გაღიავება შეუქცევადი ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც H2O2 (წყალბადის ზეჟანგი) თმის კუტიკულას დეველოპერთან ერთად ხსნის. ამის შემდეგ, გამაღიავებელი თმის ღერის ქერქში შედის, რომელშიც მელანინი მდებარეობს. ეს უკანასკნელი არის ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც თმას ფერს აძლევენ. თმის გამაღიავებლის მეშვეობით, მელანინის მოლეკულა ოქსიდიზირდება. საბოლოოდ, თმაში მელანინი რჩება, თუმცა დაჟანგულ მოლეკულას ფერი არ აქვს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ თმა უსაფრთხოდ და ხარისხიანად გავიღიავოთ?
უკვე დროა, MAXXelle Colora ultra color თმის გამაღიავებელი ფხვნილი გაგაცნო. სწორედ მისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით მოგიყვები, თუ რა არის საჭირო თმის უსაფრთხოდ და ხარისხიანად გაღიავებისთვის.
პლატინის ქერას მისაღებად, თმის პიგმენტი სრულიად უნდა მოშორდეს. ამ პროცესში, თმის ფერი (ყავისფერი ან შავი ტონის) რამდენიმე საფეხურს გადის - ჯერ ხდება სტაფილოსფერი; ყვითელი; ღია ყვითელი და ბოლოს თითქმის თეთრი. თუმცა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბუნებრივ მუქი ფერის თმას სტაფილოსფერ-წითელი ქვედატონები აქვს. მხოლოდ გამაღიავებლით კი მათი მოშორება თითქმის შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ტონების გასანეიტრალებლად, პროცესში ტონერი ერთვება. ის ფერების ბორბლის პრინციპის მიხედვით გამოიყენება - მაგალითად, ყვითელ ქვედატონს იისფერი ტონერი აბალანსებს, სტაფილოსფერს - ცისფერი.
თმის გაღიავების შემდეგ, არამუდმივი ტონერი გამოიყენება ხოლმე, რომელიც დაბანისას ჩამოიბანება. ამიტომ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი თავიდან დატანა, ან სპეციალური შამპუნის გამოყენებაა ხოლმე საჭირო.
ამდენი პროცესის თავიდან აცილება კი ერთი მარტივი ხერხით შეიძლება - გამაღიავებელი, რომელსაც თავად აქვს ლურჯი პიგმენტი. ის ხელს უშლის მოყვითალო-ნარინჯისფერი ქვედატონების მიღებას გაღიავებისას.
თმის გამაღიავებელი, რომელიც სწრაფად შრება შესაბამისად უფრო ცოტა ხანს გაატარებს თქვენს თავზე, რაც დროსაც დაგიზოგავთ და თმასაც ნაკლებად დაგიზიანებთ.
ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, მწარმოებლებმა მტვრისგან თავისუფალი გამაღიავებელი ფხვნილი (dust-free bleaching powder) შეიმუშავეს, რომელიც გარემოში ნაკლებ მტვერს ავრცელებს.
შესაბამისად, ქოლორისტები თუ უბრალო ადამიანები, რომლებიც სახლში იღიავებენ თმას, უფრო უსაფრთხოდ არიან. ამასთან, მტვრის გავრცელებისას პროდუქტის დანაკარგიც შემცირებულია.