რომელ ნივთიერებებს (არ) უნდა ვერიდოთ თმის საღებავის შეძენისას?

რომელ ნივთიერებებს (არ) უნდა ვერიდოთ თმის საღებავის შეძენისას?

საინტერესო რომ იყოს, მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

თმის შეღებვის ისტორიის საწყისის ძიებას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელთან, ძველი ეგვიპტის ცივილიზაციასთან მივყავართ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტელები მრავალ, მათ შორის, თავის მოვლის სფეროში მოწინავენი იყვნენ, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ისტორიული ცნობების თანახმად, ისინი თმის შესაღებად ბუნებრივ საშუალებას, ხნას იყენებდნენ.

თმის შესაღებად სხვადასხვა მცენარეულ ექსტრაქტს სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებიც, ბერძნები და რომაელები, იყენებდნენ. მათ თმის მუდმივი შავი საღებავიც (Permanent hair dye) კი შექმნეს. თუმცა, პრაქტიკაში გამოსაყენებლად მისი ტოქსიკურობის შესახებ აღმოჩენის შემდეგ, ახალ ფორმულაზე გადავიდნენ - ტყვიის ჭურჭელში, ორი თვის განმავლობაში ფერმენტირებული წურბელები. შავის მიღმა თმის საღებავის ფერის არჩევანის გაფართოებას ასეული წლები დასჭირდა.

1800-იან წლებამდე ბევრი რამ არ შეცვლილა. ალბათ, დიდხანს არც შეიცვლებოდა, რომ არა ერთი შემთხვევითი აღმოჩენა. 1856 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა, უილიამ ჰენრი პერკინმა მალარიის სამკურნალო საშუალების შექმნის მცდელობისას, პირველი სინთეზური საღებავი - Mauveine -  დაამზადა.

 

ამის შემდეგ მალევე, მისმა ქიმიის პროფესორმა, ავგუსტ ჰოფმანმა Mauveine-დან მიიღო მოლეკულა პარაფენილენედიამინი (P-phenylenediamine ან PPD), რომელიც დღეს თმის მუდმივი საღებავების უმეტესობის საბაზისო ინგრედიენტია.

ხოლო, რაც შეეხება თმის საღებავის უშუალო წინაპარს - 1907 წელს ფრანგმა ფარმაცევტმა ევგენი შულერმა პირველი ქიმიური თმის საღებავი შექმნა, რომელსაც Auréole დაარქვა. ხოლო მისი წარმოება სახელწოდებით L'Oréal 1909 წელს დაიწყო.

 

ასეა თუ ისე, თმის შეღებვა და ამით უბრალოდ თეთრი თმის დაფარვა ან საკუთარი სოციალური ფენის, პროფესიის (რომაულ პერიოდში მეძავებს ყვითელი თმა უნდა ჰქონოდათ), წოდებისა (საქსონები თმის მკვეთრი ფერით წოდებას აჩვენებდნენ) თუ ხასიათის გამოხატვა საუკუნეებს ითვლის.

დანიშნულება და მიზანი არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა დამზადების ტექნოლოგიები. თანამედროვე სამყაროში მწარმოებლები მრავალ გზას მიმართავენ იმისთვის, რომ თმის საღებავები რაც შეიძლება ნაკლებად საზიანო გახადონ ჩვენი თმისთვისა და თავის კანისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიას თვალდახუჭულნი უნდა ვენდოთ.

ინფორმირებულობა აუცილებელია, ამიტომ სტატიის ამ ნაწილში გაგაცნობთ იმ ქიმიურ ნაერთებს, რომელთაც საღებავის შეძენისას უნდა ერიდოთ და იმ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა თქვენთვის.

 

საზიანო ნივთიერება 1: ნატრიუმის ლაურილსულფატი (Sodium Lauryl Sulfate - SLES)

ნატრიუმის ლაურილსულფატი თავის მოვლის არაერთ საშუალებაში (შხაპის გელი, საპონი, შამპუნი) გვხვდება. ზოგადად, სულფატების ფერის შენარჩუნების უნარის გათვალისწინებით, გასაკვირი არც არის, რომ ისინი თმის საღებავებშიც ხშირად გვხვდება.

SLES-ს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა (ზან), რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა. ზოგადად, მიჩნეულია, რომ ზან-ებს იმუნიტეტის დარღვევა და ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ.

თავად SLES, სხვა სულფატების მსგავსად, თმასა და თავის კანს ბუნებრივ ცხიმს აშორებს (შეღებილთმიანი ადამიანებისთვის სიმშრალე საკმაოდ ცნობილი რამაა). რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კი ის ქერტლის, ქავილის, ასევე კანისა და თვალის გაღიზიანების გამომწვევიც შეიძლება გახდეს. აქვე აღსანიშნია, რომ ამ ნივთიერების ცუდად ჩამობანის შემთხვევაში (ანუ როდესაც მისი ნაწილაკები თმის ფოლიკულებში რჩება) თმის ცვენაც შესაძლოა დაგეწყოთ; ამასთან, თმის ზრდის მაჩვენებელი, ნორმალურთან შედარებით, 8-ჯერ მცირდება.

 

საზიანო ნივთიერება 2: ამიაკი

ეს აქროლადი და მკვეთრსუნიანი ქიმიური ნივთიერებაც თმის საღებავების შემადგენლობაში ხშირად გვხვდება. შეღებვის პროცესში მისი მთავარი დანიშნულება თმის pH დონის ამაღლებაა. პროცესი მარტივად რომ ავხსნათ, საღებავი პიგმენტის თმის ღერში შესაყვანად, ამიაკი მის ზედაპირზე არსებულ დამცავ რქოვანა გარსს შლის.

ამიაკის დიდი რაოდენობით შემცველი თმის საღებავების განმეორებითი გამოყენება დროთა განმავლობაში თმის კუტიკულას აზიანებს, რის შედეგადაც ის წყლის შეკავების უნარს კარგავს და სუსტი, გამოფიტული, მტვრევადი და მშრალი ხდება.

ამასთან, ამიაკს თმის კანზე, ცხვირსა და თვალის ლორწოვან გარსზე ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.

 

თმის საღებავი კრემი - MAXXelle Colora ULTRA COLOR და სასარგებლო ნივთიერებები

თმის საღებავის შეძენისას, მასში შემავალ თმისთვისა და თავის კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებზე, ალბათ, ნაკლებად ფიქრობ. ეს არცაა გასაკვირი, თითქოს, ყველასთვის მიღებული პირობაა, რომ ეს პროდუქტი ყველა შემთხვევაში საზიანოა.

პირდაპირ რომ გადავიდეთ, დროა თმის საღებავი კრემი - MAXXelle Colora ULTRA COLOR გაიცნო. რომლის შემადგენელი ინგრედიენტებიც შენი თმისთვის არა მხოლოდ არასაზიანო, არამედ სასარგებლოც კია.

გარდა იმისა, რომ Colora ULTRA COLOR ზემოთ ნახსენებ, თმისთვის საზიანო ქიმიურ ნაერთს (ნატრიუმის ლაურილსულფატი) არ შეიცავს, ხოლო ამიაკი მის შემადგენლობაში მცირე დოზითაა წარმოდგენილი, მის ინგრედიენტებში სასარგებლო ნივთიერებებიც შეგხვდება.

 

სასარგებლო ნივთიერება 1: გოჯის ექსტრაქტი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თავის მოვლის საშუალებებში გოჯის გამოყენებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ცნობადობა ნამდვილად დამსახურებულია - ჩინური წარმომავლობის ნარინჯისფერ-წითელი კენკრა ვიტამინების (B1, B2, B6, E, C, კაროტინი), მიკრო ელემენტებისა (რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, იოდი და სხვები) და ანტიოქსიდანტების (ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი) ერთერთი უმდიდრესი ბუნებრივი წყაროა.

შემადგენლობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გოჯის ექსტრაქტი თმისთვის სუპერსაკვებია.

  • ხელს უწყობს თმის ზრდას - მასში არსებული A და C ვიტამინი თავის კანს რკინის ადვილად ათვისებაში ეხმარება. კერძოდ, A ვიტამინი სკალპის სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაციას უწყობს ხელს, ხოლო C ვიტამინი თმას საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებაში ეხმარება.
  • ხელს უწყობს სკალპის ჯანმრთელობის შენარჩუნებას - მას აქვს როგორც ანტიბაქტერული, ასევე სოკოსა და ანთების წარმოქმნის საწინააღმდეგო თვისებები. გოჯი ასევე ატენიანებს თავის კანს, რაც სიმშრალით გამოწვეული ქერტლის წარმოქმნას უშლის ხელს.

 

სასარგებლო ნივთიერება 2: გვირილის ექსტრაქტი

გოჯის მსგავსად, გვირილა ძლიერ ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს შეიცავს. ის ერთერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პროფილაქტიკისთვის. თუმცა, მისი გამოყენება არა მხოლოდ პერორალურად მისაღებად, არამედ თმასა და თავის კანზეც შეიძლება.

ანტისეპტიკური  თვისებებიდან გამომდინარე, ის თმის ფოლიკულების დამხშობ ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს აშორებს, ასევე, ბაქტერიებისა და მიკრობების დაგროვებას უშლის ხელს. ის ხშირად თავის კანის სიმშრალის, მისგან გამოწვეული ქერტლისა და ქავილის პრობლემის დროსაც გამოიყენება. გვირილის ექსტრაქტს არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური დანიშნულებაც აქვს - ის თმას უფრო მბზინვარეს ხდის.

 

სასარგებლო ნივთიერება 3: კერატინი

კერატინი თმის, კან და ფრჩხილებ შემადგენელი ცილაა. რადგანაც ის თმის საშენი მასალაა, მიიჩნევა, რომ კერატინის დანამატები თმის სამკურნალოდ ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, თმის მოვლის საშუალებების ინგრედიენტებში მას ხშირად შეხვდებით.

თმის დამცავი თხელი ფენა - კუტიკულა კერატინს შეიწოვს, რაც მას უფრო ჯანმრთელს, გლუვს, მბზინვარესა და დამყოლს, ხვეულ თმას კი მეტად სწორს ხდის.

კომენტარები